დიდების მემორიალური მუზეუმი

დიდების მემორიალური მუზეუმი

Category:

Product Description

მუზეუმის მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ქ. გურჯაანი, დავით აღმაშენებლის ქ. 67
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 111

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს და ეძღვნება მე- ll მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მუზეუმში განთავსებულია ომის მონაწილეთა მედლები, ორდენები, ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმის ტერიტორიაზე არის ამფითეატრი, სადაც შესაძლებელია ფილმების გაშვება ასევე ღონისძიებების მოწყობა, დგას ,,ჯარისკაცის მამის” სპილენძის მონუმენტი, რომელიც 80 ტონას იწონის და 20 მ.სიმაღლისაა. ნაშენებია შინმოუსვლელთა კედელი სადაც ამოტვიფრულია დაღუპულ მეომართა გვარები. 9 მაისს ინთება მარადიული ცეცხლი. მემორიალის ფართი 2,5 ჰ-ზეა მოფენილი და ალაზნის ლამაზი ხედები მოსჩანს,ზაფხულობით შესანიშნავი თავშეყრის ადგილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსი – 2 ლ., მოსწავლე, სტუდენტი – 1 ლ, გიდის მომსახურება – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
საგანმანათლებლო პროგრამები: ლექციები მეორე მსოფლიო ომის თემაზე, შეხვედრები ომის ვეტერანებთან
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 196.5 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 72 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: