სმირნოვების მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, გალაკტიონის ქ. 20
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1985
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2010 წლიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 4000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სმირნოვების მუზეუმი განთავსებულია არქიტექტორ ოტო სიმონსონის მიერ XIX ს-ის 60-იან წლებში აგებულ იმპერატორის კარის ფრეილინა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის (1809-1882) შვილის სახლში. მისმა შთამომავალმა მიხეილ სმირნოვმა 1985 წელს საქართველოს საჩუქრად გადასცა სახლი და მის წინაპართა კუთვნილი საოჯახო რელიქვიები, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა მუზეუმი. ამჟამად მუზეუმში დაცულია: XVIII-XIX სს.-ის ფერწერის (ფ. ვინტერჰალტერი, ი. აივაზოვსკი, ფ. კრიუგერი და სხვ.), სკულპტურის, ლითოგრაფიის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; XVIII-XIX-XX სს-ის დასაწყისის ევროპული და რუსული წარმოების ავეჯი, საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები, უნიკალური ბიბლიოთეკა, მდიდარი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავი:

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).