ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი ©ICOM 2017 / ©ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2020
ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი შემუშავდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ. კოდექსში მოცემულია მუზეუმების საქმიანობის ეთიკური საფუძვლები ICOM-ის დებულების თანახმად. კოდექსი ასახავს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. ICOM-ში გაწევრიანება და ყოველწლიური საწევრო გადასახადის გადახდა წევრებს ავალდებულებს დაიცვან ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დებულებები.
ICOM-ის კოდექსი წარმოადგენს მინიმალურ სტანდარტებს მუზეუმებისათვის. კოდექსში მოცემულია ძირითადი პრინციპები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პროფესიულ პრაქტიკას.ზოგიერთ ქვეყანაში მინიმალური პროფესიული სტანდარტები განსაზღვრულია კანონით ან სახელმწიფო რეგულაციებით. რიგ
ქვეყნებში კი, მინიმალური პროფესიული სტანდარტების შეფასება შეიძლება ხდებოდეს „აკრედიტაციის“, „რეგისტრაციის“ ან სხვა ანალოგიური პროცედურების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი სტანდარტები არ არის განსაზღვრული, რეკომენდაციების
მიღება შეიძლება ICOM-ის სამდივნოსაგან, ICOM-ის ეროვნული ან შესაბამისი საერთაშორისო კომიტეტისაგან. ამასთან, ნაგულისხმევია, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა ან მუზეუმებთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა მოცემული კოდექსი უნდა გამოიყენონ დამატებითი სტანდარტების შემუშავების საფუძვლად.
სამუზეუმო ექსპოზიციების სახელმძღვანელო. ბარი ლორდი, გეილ დექსტერ ლორდი. Copyright © 2002 by AltaMira Press
სახელმძღვანელოში განხილულია სამუზეუმო და საგალერეო საგამოფენო პოლიტიკის ძირითადი პარამეტრები: საგამოფენო პოლიტიკის პრიორიტეტები, სამუზეუმო ექსპონატების წარდგენის იდეოლოგია, ექსპოზიციის ტიპები (ვიზუალური, თემატური, სისტემური, ინტერაქტიული და სხვა), სტაციონარული და დროებითი ექსპოზიციების ორგანიზების პროცესის (გამოფენის კონცეფციის ფორმირება, ინტერპრეტაციის გეგმა, ექსპოზიციის დიზაინი – სქემატური და დეტალური პროექტირება, აგება და ინსტალაცია, ეტიკეტების, განმარტებითი ტექსტების მომზადება, საინფორმაციო უზრუნველყოფა და სხვა) რაოდენობა, სიხშირე, სიდიდე და თემატიკა. წიგნი მიჩნეულია საუკეთესო მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოდ სამუზეუმო ექსპოზიციის საკითხებში სპეციალური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის ორგანიზაციის მენეჯმენტის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუზეოლოგიის, დიზაინის სპეციალობებისათვის, საგალერეო და სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა გადამზადებისათვის.
სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი. ბარი ლორდი, გეილ დექსტერ ლორდი. Copyright © 2006 by AltaMira Press
სახელმძღვანელოში განხილულია სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის მეცნიერული საფუძვლები და პრაქტიკული გამოცდილება, მუზეუმის მართვის ამოცანები, სამუზეუმო ინსტიტუციების სტრუქტურა, სამუზეუმო ფონდების, საექსპოზიციო პროგრამებისა და ფინანსების მართვის მეთოდები, მუზეუმების თანამშრომლების მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. წიგნი მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელმძღვანელოდ მუზეუმების მართვის საკითხებში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის მენეჯმენტის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუზეოლოგიის, ძეგლთა დაცვის, ორგანიზაციის მართვის სპეციალობებისათვის და სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა გადამზადებისათვის.
ჟურნალი “სპექტრი”. 2007 N 1-2, ISSN 1512-2190 © საქართველოს მუზეუმების ასოციაცია / © ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი