იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1986
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 7 388

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის (1918-1980 წწ.) მემორიალური ნივთები. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური და ფოტო მასალები, გამოცემები სხვადასხვა ენებზე, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსი – 3 ლ, მოსწავლე – 1 ლ, სტუდენტი – 1,50 ლ, გიდის მომსახურება – 5 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
საგანმანათლებლო პროგრამები: “პოეზიის საღამოები”, მუზეუმთან ჩამოყალიბებულია მხატვრული კითხვისა და ახალგაზრდა პოეტთა წრეები
გამოცემები: “ორბეთი” – ლიტერატურული ჟურნალი, “იოსებ ნონეშვილის ანოტირებული ბიბლიოთეკა”

მუზეუმის ფართობი: 646 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 219 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 20 კვ/მ