ილო მოსაშვილის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაქირი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 2781

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1880 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია ქართველი მწერლის, პოეტის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის ილო მოსაშვილის (1896-1954 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა: ანტიკვარული ჭურჭელი და ავეჯი, სამოსი, მუსიკალური ინსტრუმენტები, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა გარდა, 10 სთ-დან  18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
საგანმანათლებლო პროგრამები: “ღია კარის დღე მუზეუმში”
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 245 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 155 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 17 კვ/მ
საცავი: 32 კვ/მ