საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1910

მუზეუმის
ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 50 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგიმუშაობს ყოველდღე, ორშაბათის  გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 5 ლ., გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 25 ლ., გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 45 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენებიპერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ, თანამედროვე ქართველ და უცხოელ მხატვართა გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიცმუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები:მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის #3/181 ბრძანება).