ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, ნიკო ფიროსმანის ქ. 29
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1960
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან – სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 200

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მირზაანის სახლ-მუზეუმის ფილიალს და ყოფილ საცხოვრებელ ბინას, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. მუზეუმში დაცულია მხატვრის რამდენიმე სურათის ასლი (ორიგინალები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში და მირზაანის სახლ-მუზეუმში), პირადი ნივთი, ჭურჭელი და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: თანამედროვე ქართველ მხატვართა პერიოდული გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის
გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტი.

მუზეუმის ფართობი: 
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავი: