დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი

Category:

Product Description

მუზეუმის მისამართი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა სიმონეთი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1947
მუზეუმის იურიდიული სტატუსი:  ა(ა)იპთერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის შემადგენლობაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 1701

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862-1931 წწ.) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893-1986 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 09:30 სთ-დან – 17 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 267 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 22 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).