BE MUSEUMER პროექტის ფინალური კონფერენცია – კოლექციიდან დაკავშირებამდე!
8 ივნისი, 2022 / 17:00 სთ. GMT+4 / 3 pm CET (ონლაინ ფორმატი)
რეგისტრაცია დაიხურა 2022 წლის 6 ივნისს.
დასკვნითი კონფერენცია “კოლექციიდან დაკავშირებამდე!” პროექტის Be Museumer დასკვნითი ღონისძიებაა, რომელიც წარმოადგენს პროექტის შედეგებსა და მის გავლენას, აგრეთვე მუზეუმის პროფესიონალებისთვის შექმნილი კავშირის შენარჩუნების შესაძლო გზებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი).
კონფერენციის მთავარი მოხსენება დაეთმო აუდიტორიის განვითარებას, როგორც სამუზემო სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ფოკუსით – აუდიტორიის განვითარება შეიძლება გახდეს ჭეშმარიტად მდგრადი მხოლოდ მაშინ, როდესაც ინტეგრირებულია ინსტიტუციის ორგანიზაციულ ცვლილებებში.
პროგრამა
16:30 – 17:00 სთ. რეგისტრაცია
17:00 სთ. გახსნა / მისალმება
ლანა ქარაია, BE Museumer პროექტის კონსორციუმის სახელით.
ქეთევან შენგელია, სსიპ შემოქმედებითი საქართველო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი
ნინო სამველიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ალეხანდრო რამილო, ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA)
17:20 სთ. მთავარი მოხსენება / მოდერატორი: მარიოლინ დე ბოერი
ალესანდრა გარიბოლდი, Fitzcarraldo Foundation-ის პრეზიდენტი (იტალია)
მუზეუმში აუდიტორიის განვითარება, როგორც ინსტრუმენტი დემოკრატიული პრაქტიკისთვის .
კითხვა/პასუხი
17:50 სთ. საუკეთესო პრაქტიკის სესია
საუკეთესო პრაქტიკა 1: სტინ ქემპერი Verhalenhuis Belvedere-ის კურატორ. როტერდამი,ნიდერლანდები / მოდერატორი: მარიოლინ დე ბოერი
საუკეთესო პრაქტიკა 2: ანა ტრაპაიძე, ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის დამფუძნებელი, საქართველო / მოდერატორი: ლანა ქარაია
საუკეთესო პრაქტიკა 3: შირინ მელიქოვა, ICOM აზერბაიჯანის თავმჯდომარე. აუდიტორიის განვითარება და ხელმისაწვდომობა აზერბაიჯანის მუზეუმებში / მოდერატორი: ლანა ქარაია
18:30 სთ. კვლევის პრეზენტაცია
ელინა ვალაიტე, მარიამ ჩხაიძე, ანა წიკლაური. პროექტის ბენეფიციარები / მოდერატორი: ლანა ქარაია
სამუზეუმო კომუნიკაციის საკითხები საქართველოში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
კითხვა/პასუხი
კონფერენციის დასრულება.
შესვენება
პროექტის კონსორციუმისა და ბენეფიციარების სესია
19:00 სთ. პროექტის ბენეფიციართა ვიდეო-განაცხადები (30-60 წმ)
19:10 სთ. დისკუსია პროექტის შედეგებზე / ჯგუფებად დაყოფა / მოდერატორი: ლანა ქარაია
დისკუსია ოთხი მიმართულებით:
- ქსელის/კავშირების შექმნა / მოდერატორი: ბიორნ სტენვერსი
- სწავლება / მოდერატორი: მარიოლინ დე ბოერი
- სწავლების შედეგად მიღებული ცოდნის განხორციელება საკუთარ საქმიანობაში და უკუკავშირი / მოდერატორი: ლილია იოსილევიჩი
- რეკომენდაციები ახალი პროექტისთვის (კრიტიკული ასპექტები, რეფლექსია) . მოდერატორი: იულია პაგელი
19:40 სთ. დისკუსიის შედეგების წარდგენა ექსპერტთა მიერ. კითხვა-პასუხი
20.00 სთ. შეჯამება და დახურვა.