ლანა ქარაია (საქართველო) BE MUSEUMER პროექტის კოორდინატორი
იულია პაგელი (გერმანია) BE MUSEUMER პროექტის პარტნიორი – NEMO – ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი
NEMO – ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის გენერალური მდივანი. 2004 წელს დაამთავრა ხელოვნების ისტორიისა და ლათინური ამერიკის კვლევების მაგისტრატურა ბერლინის Freie Universität-ში. სანამ NEMO-ში მუშაობას დაიწყებდა, იულია მუშაობდა ბერლინალეს კინოფესტივალზე და საგამომცემლო კომპანიის მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების სექტორში. . 2013-2017 წლებში იულია Culture Action Europe-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლიდან არის ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტთა ჯგუფის წევრი. მისი ინიციატივებითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე თანამშრომლობითი პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, აგრეთვე მისი რედაქტორობით გამოიცა სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე კვლევითი პუბლიკაცია.
მარიოლინ დე ბოერი (ნიდერლანდები) BE MUSEUMER პროექტის პარტნიორი – კულტურის მენეჯმენტის აკადემია
მარიოლინ დე ბოერი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს კულტურის, მეწარმეობის, ფონდების მოძიებასა და სხვა საკითხებზე. როგორც CJP-ის დირექტორი, ის იყო European Youth Card ასოციაციის გამგეობის წევრი. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს კულტურის მენეჯმენტის აკადემიას.
ბიორნ სტენვერსი (ნიდერლანდები) BE MUSEUMER პროექტის პარტნიორი – კულტურის მენეჯმენტის აკადემია
ბიორნ სტენვერსი არის Eye Care Foundation-ის დირექტორი და ICOM-ის, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი. ბიორნ სტენვერსი ასევე მუშაობს მუზეუმების საერთაშორისო კონსულტანტად მემკვიდრეობისა და მარკეტინგის სფეროში.
ლილია იოსილევიჩი (ნიდერლანები) BE MUSEUMER პროექტის პარტნიორი – კულტურის მენეჯმენტის აკადემია
ლილია იოსლევიჩი არის პროექტის მენეჯერი და კრეატიული სტრატეგი. ის ეხმარება ორგანიზაციებს ბრენდინგის, პროექტის მენეჯმენტის, კომუნიკაციის სტრატეგიისა და სხვა საკითხებში. მისი ფოკუსია კულტურის ორგანიზაციები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ალესანდრა გარიბოლდი (იტალია) მთავარი მომხსენებელი
ალესანდრა გარიბოლდი, Fondazione Fitzcarraldo-ს პრეზიდენტი და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი. ის არის წამყვანი მკვლევარი და კონსულტანტი ვიზიტორთა კვლევებისა და კულტურული პროექტების და პოლიტიკის შეფასების სფეროებში, ძირითადი ფოკუსით კულტურული მონაწილეობის ხელშეწყობაზე. იგი ჩართული იყო, როგორც ექსპერტი და ტრენერი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თანამშრომლობის რამდენიმე პროექტში და ევროპის კულტურულ დედაქალაქებში.
სტინ ქემფერი (ნიდერლანდები) სპიკერი / საუკეთესო პრაქტიკის სესია
Verhalenhuis Belvedere-ის კურატორი, როტერდამი
ანა ტრაპაიძე (საქართველო) სპიკერი / საუკეთესო პრაქტიკის სესია
დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის დამფუძნებელი, ბიოფიზიკოსი და გარემოსდამცველი. 2020 წლიდან მუშაობს თბილისის ერთადერთი შემორჩენილი ჭალების დაცვაზე. დააარსა „ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი“ იმ მიზნით, რომ შეაჩეროს დიღმის ჭალების განადგურება, რომელიც ძლიერ დაზიანდა ბოლო წლებში უკანონო ქმედებების გამო.
შირინ მელიქოვა (აზერბაიჯანი) სპიკერი / საუკეთესო პრაქტიკის სესია
ასოცირებული პროფესორი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, 2016 წლიდან არის აზერბაიჯანის ICOM-ის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნული მუზეუმის დირექტორი. ამავდროულად არის აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის ლექტორი.
შირინ მელიქოვა რეგულარულად კითხულობს ლექციებს მსოფლიოს წამყვან ტექსტილის მუზეუმებში, საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე. არის 20-ზე მეტი წიგნის, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. როგორც ჰეიდარ ალიევის ფონდის ხელოვნებათმცოდნე, არის რამდენიმე საერთაშორისო გამოფენისა და ფესტივალის ორგანიზატორი, რომელიც ტარდება როგორც აზერბაიჯანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ბენეფიციარები (საქართველო) სპიკერები / კვლევა
ელინა ვალაიტე მარიამ ჩხაიძე ანა წიკლაური