რესურსები

ევროკავშირის დაფინანსების რესურსები და თანამშრომლობის განვითარების სახელმძღვანელო მუზეუმების, მუზეუმების ასოციაციებისა და კულტურის სხვა ორგანიზაციებისთვის
NEMO-ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელმა შეიმუშავა იმ ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც დაეხმარება მუზეუმებს, მუზეუმების ასოციაციებსა და კულტურის სხვა ორგანიზაციებს, მიიღონ ევროკავშირის დაფინანსება და გააფართოვონ საერთაშორისო აქტივობები. ინსტრუმენტთა ნაკრებში მიმოხილულია საერთაშორისო თანამშრომლობის სარგებელი და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები. ამ ინსტრუმენტთა ნაკრების მიზანია, გაიზარდოს ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებში მონაწილე მუზეუმების რაოდენობა.
კონსორციუმის პროექტის BE MUSEUMER ფარგლებში საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ და NEMO-მ შექმნა ამ ინსტრუმენტთა ნაკრების ქართული ვერსია, რომელიც სასარგებლო მასალა იქნება ქართველი ბენეფიციარებისთვის, დაეხმარება მათი იდეების წარმატებული საპროექტო წინადადებების შექმნაში და ხელი შეეწყობა ამ გზამკვლევის (ინგლისური და ქართული ვერსიები) გავრცელებას პოტენციური აპლიკანტებისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.

საერთაშორისო თანამშრომლობის გზამკვლევი მუზეუმებისთვის (PDF ელ-ვერსია)