იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოება COVID-ის კრიზისიდან გამოდის, გამოჯანმრთელების პერიოდი ფოკუსირებული უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული იმ სისუსტეების აღმოფხვრაზე, რამაც ზოგადად, ხელი შეუწყო კრიზისს, უფრო „წინ წასულიყო“. მუზეუმებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ამ ტრანსფორმაციაში იმ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სამყაროს. მუზეუმებს შეუძლიათ დაეხმარონ საზოგადოებას, გამოვიდნენ კრიზისიდან უფრო ძლიერ, უკეთ მომზადებულ და ნაკლები რისკის მქონე მსოფლიოში. თუმცა რომელი მაგალითი გამოვიყენოთ ამისთვის? ვებინარის ფარგლებში ისწავლით, თუ როგორ გამოგვადგება მდგრადი განვითარების მიზნების მაგალითი და თუ როგორ შეუძლია მუზეუმებს, სასარგებლო წვლილი შეიტანონ „უკეთესი აღდგენისთვის“.