ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმ-ნაკრძალები

მუზეუმნაკრძალის მისამართი: ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძია
მუზეუმნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების რაოდენობა:

მუზეუმ-ნაკრძალის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ გრანდიოზულ კომპლექსს, ასეულობით დიდ და მცირე დარბაზს, ნატიფი ფრესკებით მოხატულ მთავარ ტაძარს თამარ მეფისა და გიორგი III-ის გამოსახულებებით (1184-1186 წწ.), კლდიდან ნადენ მუდმივტემპერატურიან წყაროს, საიდუმლო გვირაბსა და სხვ.ყორღანული ტიპის სამარხები, ანტიკური ეპოქის ნაქალაქარი, ადრეული თუ შუა საუკუნეების ციხე-ქალაქები, კლდის სოფლები, სხვადასხვა დანიშნულების ქვაბთა კომპლექსები. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ტურისტებს სთავაზობს სამცხე-ჯავახეთის სხვა ისტორიული ძეგლების მონახულებას: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი (XII ს.), თმოგვის ციხე (IX-X სს.), ვანის ქვაბები (VIII – XVI სს.), წუნდის ეკლესია (XII-XIII სს.), ხერთვისის ციხე (X–XVIII სს.), ზარზმის მონასტერი (XIII-XIV სს.), საფარის მონასტერი (XIII ს.) და სხვ.

მუზეუმ-ნაკრძალის სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 5 ლ., გიდის მომსახურება – 25 ლ., მიკროავტობუსით მომსახურება – 1 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმნაკრძალის ფართობი: 40 054 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 12 კვ/მ