ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი ხელოვნების მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, ია კარგარეთელის ქ. 6
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1927
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 245 293

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. მათ შორისაა: XVII-XX ს.ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მემორიალური ნივთები და არქივები. თეატრალური კოსტიუმები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა. მუზეუმი განთავსებულია გრაფ ოლდენბურგისა და პრინცესა დადიანის მიერ 1895 წელს აგებულ სასახლეში.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე, გამოფენა ღიაა ყოველდღე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 2 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები: ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა, ქართული დიასპორა, ნატო ვაჩნაძე (2010), დაბრუნებული ფერები, თურქეთი ქართულ ხელოვნებაში (2009). და სხვა.
საგანმანათლებლო პროგრამები: “ქართული კინოხელოვნება”,” ქართული მულტიპლიკაცია”, “აფიშა და საზოგადოება” (2009-2010)
გამოცემები: მუზეუმის გამოფენების თანმხლები ბუკლეტები და ღია ბარათები (2009-2010)

მუზეუმის ფართობი: 1748.88 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 100 კვ/მ
საცავები: 491.19 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 60 კვ/მ

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი – 190 ექსპონატი.
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).