თელავის ისტორიული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი 1
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1927
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა:

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი – XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა,  10.00 სთ-დან – 18.00-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა:
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია: 
პერიოდული გამოფენები: 
საცავი:

მუზეუმის შენობის სტატუსი:კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2006 წლის # 3/46 ბრძანება).