სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ყაზბეგის მნიციპალიტეტი, დ. სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ. 2
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1934
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2009 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 17 859

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მემორიალურ სახლში, სადაც მწერლის მემორიალურ ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია არამარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთიერი და დოკუმენტური მასალა. კერძოდ, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX-XX სს-ის დასაწყისის საოჯახო ნივთები, აქსესუარები, ჭურჭელი, ფარდაგები, ხურჯინები), არქეოლოგიური მასალა (ნუმიზმატიკა, საბრძოლო და სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, სამკაული, მოსართავები, თიხისა და კერამიკის ჭურჭელი), საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.

მუზეუმის სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., უფროსებისათვის – 3 ლ., გიდის მომსახურება – 15 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

მუზეუმის ფართობი: 918,5 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 358 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 121 კვ/მ
საცავი: 148,5 კვ.მ.

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის # 3/87 ბრძანება, დანართი #1).