რუსთავის ისტორიული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. 17
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1950
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ რუსთავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 23 623

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა – ძვ. წ. XIX ახ.წ. XVIII სს-ის თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 1 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები
: “რუსთაველ მხატვართა გამოფენა”, “ია მღებრიშვილის პერსონალური გამოფენა,“ “ახალი სახეები” – ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, “ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები”
საგანმანათლებლო პროგრამები:  ვიქტორინა-კონკურსი “ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია”, “ქალაქების წარმოშობა რუსთავის მაგალითზე”, “თავდაცვითი ნაგებობების ისტორია”,   “საბრძოლო იარაღის ისტორია”. საკვირაო სკოლა ლექციების კურსით:  “პრაქტიკული არქეოლოგია და დიდი არქეოლოგიური აღმოჩენები”
გამოცემები: მუზეუმის ტრიპლეტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუზეუმის ფართობი: 2072.29 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 1000 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 75 კვ/მ
მუზეუმის საცავები: 500 კვ/მ
მუზეუმის ბიბლიოთეკა: 19 კვ/მ