პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმ-ნაკრძალები

მუზეუმნაკრძალის მისამართი: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოქალაქევი
მუზეუმნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების რაოდენობა: 3450

მუზეუმნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს კავკასიაში უანალოგო კომპლექსს – გვიანანტიკური/ადრეშუასაუკუნეების ხანის ციტადელით, ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებით (IV-VI სს.), კარიბჭითა და საიდუმლო გვირაბით, აგრეთვე სამეფო და სამოქალაქო აბანოებით, წყალსაცავით (IV-VI სს.), უძველესი ეკლესიების ნაშთებით, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ორმოცმოწამეთა გუმბათოვანი ტაძრითა და სხვ. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ეპოქის საინტერესო ექსპონატები (ძვ. წ. XIII-XII – ახ. წ. XVIII სს.).

მუზეუმ-ნაკრძალის სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსები – 3 ლ, მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., გიდის მომსახურება – 15 ლ., “საბავშვო არქეოლოგია” – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმნაკრძალის ფართობი: 600 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 300 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 50 კვ/მ