ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ოზურგეთი, გ. ჭანტურიას ქ. 1
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1936
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 5145

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX ს. სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები – საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. მუზეუმში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

მუზეუმის
ფილიალები: ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ დვაბზუში და სოფლის ისტორიის მუზეუმი სოფელ გურიანთაში
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან  – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: “მუზეუმში დაცული სამუშაო იარაღები”, “საბრძოლო იარაღები”, ”ფერწერული ნამუშევრები მუზეუმიდან”
საგანმანათლებლო პროგრამები: “საზოგადოებრივი პროკურატურა” (ოზურგეთის პროკურატურასთან ერთად), “იარაღი და საბრძოლო ხელოვნება საქართველოში”
გამოცემები:

მუზეუმის
მთლიანი ფართობი: 1081 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 478 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 51 კვ/მ