ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ონის მუნიციპალიტეტი, ქ. ონი, შოთა რუსთაველის ქ. 26
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1948 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 15 500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვა).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 2 ლ. გიდის მომსახურება – 10 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმის
ფართობი : 720 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 130 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 53 კვ/მ
საცავები: 185 კვ/მ