მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი სხვადასხვა პროფილის მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 17
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2007
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2007 წლიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 164

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების მირზა-ფათალი ახუნდოვის, ნარიმან ნარიმანოვის და მამედ ყული ზადეს მემორიალური ნივთები, აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა, წიგნები, დოკუმენტები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: მუზეუმის კულტურის ცენტრის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმის კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს: აზერბაიჯანული, ქართული და ინგლისური ენის კურსები, აზერბაიჯანული ეროვნული მუსიკის საკრავების სკოლა და ხატვის წრე ბავშვებისათათვის
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 289 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი:

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).