აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ბათუმის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. 4
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1908
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ “აჭარის მუზეუმი”
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 180 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს-ის, აგრეთვე VII – IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ე. წ. გონიოს განძის მასალები (ძვ. წ. V ს.). მათ შორის, სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ძველი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები: ინტალიო აფროდიტეს და ეროსის გამოსახულებით, ბადროს მტყორცნელის (დისკობოლი) ფიგურა, გულსაკიდები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 3 ლ. ექსკურსია გიდის მომსახურებით  – 5 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი, ტბელ აბუსერიძე-800, ექვთიმე თაყაიშვილი-140
საგანმანათლებლო პროგრამები: ”ენა ქართული”, ”ქართული სამხედრო ხელოვნება”
გამოცემები: “მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ტაძრები აჭარაში”, “მედრესედან უმაღლეს სკოლამდე “, მუზეუმის გზამკვლევი.

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 1737,6 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია706,2 კვ/მ
პერიოდული გამოფენა:
საცავი109,05 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.