ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი საგურამო
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2005 წლიდან გაერთიანებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 2522

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

მუზეუმის
მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 2 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
საგანმანათლებლო პროგრამები: ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სხვადასხვა პროგრამები
გამოცემები: ჟურნალი ”საგურამო”, სხვადასხვა გამოცემები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე

მუზეუმის ფართობი: 504 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 303 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 42 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/182 ბრძანება).