გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმ-ნაკრძალები

მუზეუმნაკრძალის მისამართი: ბათუმის მუნიციპალიტეტი, გონიო-კვარიათის უბანი, აფსაროსის გზატკეცილი 55
მუზეუმნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1994
მუზეუმნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2012 წლიდან გაერთიანებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
მუზეუმნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების რაოდენობა:

მუზეუმნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები და სხვა. მასალის ნაწილი ექსპონირებულია საგამოფენო დარბაზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად შედგება უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III სს. შენობა-ნაგებობათა (აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები, წყლს ცისტერნები, ჭები და ა. შ.) ნაშთები.

მუზეუმ-ნაკრძალის მუშაობის განრიგი:ყოველდღე, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი
ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 3 .
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო
პროგრამები: ”საუბრები არქეოლოგიაზე”, ”მოხალისე გიდები”, ”რა განძი გვქონია”.
გამოცემები: სამეცნიერო შრომების კრებული ”გონიო-აფსაროსი”

მუზეუმნაკრძალის ფართობი: 4,75 ჰა
მუდმივი ექსპოზიცია: 130 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი:

მუზეუმნაკრძალის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).