გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ლიტერატურული პროფილის მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 8
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1930
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 157 031

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 50-იანი წლებში აშენებულ კავკასიის მთავარმართლებლის – ალექსანდრ ბარიატინსკის სასახლეში. მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები – (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მხატვართების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის კოლექციიდან, თანამედროვე მხატვართა გამოფენები, არტ-აქციები
საგანმანათლებლო პროგრამები: ლიტერატურული საღამოები, ვიქტორინები, პერფორმანსები.
გამოცემები: ”ლიტერატურის მატიანე” (ალმანახი), გამოცემების სერია: ”ძვირფასი ავტოგრაფები”, ”უბის წიგნაკები”, ”ევროპა თუ აზია” (კრებული), ქართველ მწერალთა საარქივო გამოცემები, შემეცნებით-საგანმანათლებლო კრებული ”გეპატიჟებით მუზეუმში”.

მუზეუმის ფართობი: 2324 კვ/მ (შენობა – 1554 კვ/მ, ეზო – 770 კვ/მ)
მუდმივი ექსპოზიცია: 282 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 160 კვ/მ
საცავი: 280 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 80 კვ/მ

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი – 69 ექსპონატი.
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).