ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი ხელოვნების მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, სამღებროს ქ. 6 (ნარიყალას ციხის ასახვევთან)
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1984
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 4100

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული აუთენტური მუსიკალური საკრავები, მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ასევე ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: ”ქართული ხალხური სიმღერების ძველი შემსრულებლები”- ფოტოგამოფენა; ”ქართული ხალხური და საქართველოში გავრცელებული უცხოური საკრავები”; ”ძველი ფონო-აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ალბომები”
საგანმანათლებლო პროგრამები: ”და ჟღერს მუსიკა” (2008), ”შეხვედრა ხალხური საკრავების ოსტატებთან” (2009). ”ეთნომუსიკის საღამო-კონცერტი” (2010) , ” სვანური სიმღერის საღამო”:; ”ჩონგურის საღამო” ; ” გიტარის საღამო”
გამოცემები: ”საკრავები ძველ საქართველოში”; გამოსაცემად მზადაა – საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებული და აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ქვეყნებში გავრცელებული საკრავების საერთო წარმომავლობის შესახებ

მუზეუმის ფართობი: 350 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 200 კვ/მ
პერიოდული გამოფენა:
საცავი: 20 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).