საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი სხვადასხვა პროფილის მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, 3
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2006
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 3000

 


მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა:
მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები, რომელთა უმრავლესობა მოპოვებული იქნა უშიშროების არქივიდან, აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმის არქივებიდან, საცავებიდან, ოჯახებიდან. მათ შორისაა: სხვადასხვა სახის დოკუმენტები და ნივთიერი მასალები, დაკითხვის ოქმები, ფოტომასალები, ინსტალაციები. მუზეუმში შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. ამჟამად მუზეუმი განთავსებულია სიმონ ჯანაშიას სახ. მუზეუმში და უახლოეს ხანებში გადაინაცვლებს ცალკე შენობაში.

მუზეუმის მუშაობის განრიგიმუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 10 ლ., გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 10 ლ., გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 45 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემებიმუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი:

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).