საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. 1
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 25 000-ზე მეტი

მუზეუმის
კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ე.წ. “რაბათის” ტერიტორიაზე მასში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე XIX-XX სს-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექცია.

მუზეუმის
მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან  – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.5 ლ., უფროსები – 3 ლ. ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

მუზეუმის ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავი: