საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ლაღიძის ქ. 1
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968
მუზეუმის
იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 1322

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი მხატვრის – მოსე თოიძის (1871-1953) სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. მუზეუმში დაცულია აგრეთვე მხატვრის შვილის – მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები. მუზეუმთან ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო ფსიქორეაბილიტაციური ტრენინგ-ცენტრი, ხორციელდება საქველმოქმედო პროექტები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი