საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, როდენის ქ. 6
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 112

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის (1876-1951 წწ.) მიერ შესრულებული ქანდაკებები: ბიუსტები, პორტრეტები, ფიგურები. იგი იყო ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. სწავლობდა სტროგანოვის სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894, მოსკოვი), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1906-1907 წლებში მუშაობდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში. მოქანდაკის ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში
შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი: