საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმ-ნაკრძალები

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარა დმანისი
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი: 1983
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან გაერთიანებულია სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების რაოდენობა: 2345

მუზეუმ-ნაკრძალის  მოკლე აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის 5 თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთოდ შეცვალა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.

მუზეუმ-ნაკრძალის სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლ., უფროსები – 3 ლ. ტურები გიდების თანხლებით  – 10 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:  პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

მუზეუმის ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავი: