თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი საუნივერსიტეტო მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 13 (მე-8 კორპუსი, მე-4 სართული)
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1994
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 20 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი გაიხსნა პროფესორ გურამ შარაძის (1940-2007) პირადი ფონდის ბაზაზე – მუზეუმში დაცულია 1981 წლიდან მის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი ემიგრანტული უნიკალური წიგნები, პერიოდული გამოცემები, ემიგრანტთა პირადი არქივები, ფოტო, აუდიო და ვიდეო არქივები, ცნობილ ემიგრანტთა მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, ვიქტორ ნოზაძის ცნობილი პარიზული ქართული სტამბა და ა.შ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: მუდმივი ექსპოზიცია და ცნობილი ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: სიმპოზიუმები, საერთაშორისო კონფერენციები, შეხვედრები ცნობილი ქართველ ემიგრანტებთან
გამოცემები: სხვადასხვა სახის სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემები და ბუკლეტები.

მუზეუმის მთლიანი ფართობი:
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენა:
საცავი