ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმ-ნაკრძალები

მუზეუმნაკრძალის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. 8
მუზეუმნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1998
მუზეუმნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების რაოდენობა:

მუზეუმნაკრძალის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, უნიკალურ ფოტოებსა და გურიის ეთნოგრაფიული ყოფისათვის დამახასიათებელ არტეფაქტებს. მუზეუმ-ნაკრძალის ტეირიტორიაზე მდებარეობს გურიანთა – ვაშნარის V-VIII საუკუნეების ნაქალაქარი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა VI საუკუნის II ნახევრის მონასტრის ნაშთები: საფორტიფიკაციო ნაგებობების (სავარაუდოდ, მონასტრის გალავნის), ბაზილიკისა და მარტირიუმის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა VI-VII სს. ბერძნულწარწერიანი ქვა, რომელიც ამჟამად ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები: ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები და უძველესი აბანო.

მუზეუმ-ნაკრძალის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან  – 18 სთ-მდე.
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., უფროსებისათვის – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 1000 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავი: