ძალისის მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმ-ნაკრძალები

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძალისა
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი:
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი:
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების რაოდენობა: 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი ნაქალაქარი ძვ.წ. II – ახ.წ. VIII საუკუნეებით თარიღდება. ნაქალაქარი რამდენიმე ძეგლს მოიცავს: ტაძარი, სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა, საცურაო აუზი და საზოგადოებრივი აბანო. ნაქალაქარის ნაგებობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონუმენტური სასახლეები. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მრავალდარბაზიანი რთული არქიტექტურული კომპლექსია, დაახლოებით 2500 კვ.მ. უჭირავს და იგი უდიდესია საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილ ანტიკური ხანის სასახლის ტიპის ნაგებობათა შორის. ამ მასშტაბურ ნაგებობას რომაული გეგმარების შადრევნიანი შიდა ეზო – ატრიუმი ამშვენებდა. იბერიის სამეფოს საქალაქო ცხოვრების დაწინაურების თვალსაჩინო მაგალითია ძალისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი იატაკის მაღალმხატვრული მოზაიკები. მსგავსი მოზაიკები საქართველოში ახ. წ. II – VI საუკუნეებში მხოლოდ ბიჭვინთის ბაზილიკასა და სოფელ შუხუთის რომაული აბანოში დასტურდება.

მუზეუმ-ნაკრძალის სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან –  18 სთ-მდე.
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: 
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმ-ნაკრძალის ფართობი:
მუზეუმის ფართობი: 
მუდმივი ექსპოზიცია:
პერიოდული გამოფენები:
საცავები: