დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, მილახვრიანთკარის დასახლება
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1949
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-სასგანამანათლებლო ცენტრი 2008 წლიდან
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 9484

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები. კერამიკის ჭურჭელი, მათ შორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები), ძვ.წ. VIIIს-ით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი, XX ს-ის დასაწყისის ვერცხლის ქამრები და ხანჯლები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: ეთნოგრაფიული გამოფენა “დუშეთობა–არაგველობის” სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 409 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 159 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 105 კვ/მ