დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ხელოვნების მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ქ. ქუთაისი, შ. რუსთაველის ქ. 8
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1976
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 2838

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან  – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლე – 0.50 ლ., სტუდენტები და უფროსები – 1 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: ყოველწლიურად 20 გამოფენა
საგანმანათლებლო პროგრამები: ინტეგრირებული გაკვეთილები, საკვირაო სტუდია სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის
გამოცემები: გამოფენის ბუკლეტები, მინიატურული ალბომები, მხატვართა კატალოგები

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 1020 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 150 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 400 კვ/მ
საცავი: 100 კვ/მ

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი – 18 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება).