დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზ. 2
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1921 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 41 000

მუზეუმის
კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 70-იანი წლები) კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია და მოიცავს : ძვ. წ. I ს. – ახ. წ. ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიურ მასალას, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექციას, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიებს, XV-XIX ს-ის ხელნაწერ წიგნებს და სიგელ-გუჯრებს, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკას, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშებს, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოებს, ფოტოფონდს, ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელს და სხვა.

მუზეუმის
მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: საგამოფენო სივრცე “დადიანები” სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ, უფროსები – 2 ლ., საგამოფენო სივცრე “საგანძური” – სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ, უფროსები – 5 ლ., გიდის მოსახურება – 5 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: მუდმივი ექსპოზიციები და დროებითი გამოფენა “ცაიშის არქეოლოგიური მასალები”
საგანმანათლებლო პროგრამები: “ ჩემი სასახლის ფერები”, “ანდრია დადიანის საჭადრაკო სკოლა”, “საუბრები არქეოლოგიაზე”
გამოცემები: “დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გზამკვლევი”, “ნაპოლეონ ბონაპარტეს ეპოქის ევროპული ხელოვნება“, ”რაინდთა დარბაზი“ (საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები), ”ფაიფურის ფონდი“.

მუზეუმის ფართობი: 32732 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 7706 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავები: 1203 კვ/მ.

მუზეუმის შენობის სტატუსი: მუზეუმის კომპლექსში შემავალ ორივე სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს და კარის ეკლესიას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის # 3/44 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.