ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. 5
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 37 699

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები), მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V – ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

მუზეუმის სამუშაო განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 3 ლ., გიდის მომსახურება – 15 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები:
საგანმანათლებლო პროგრამები:
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 584 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 296.4 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 36 კვ/მ
საცავი: 110.4 კვ/მ
მუზეუმის მაღაზია: 17.5 კვ/მ