ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ბათუმის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქ. 77
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1994
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ “აჭარის მუზეუმი”
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 28 508

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ქობულეთი, მახვილაური, ფიჭვნარი, ციხისძირი, ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, აჭარისწყლის ხეობა და სხვა) ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი. ექსპოზიციის უძველეს ნიმუშებს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში, კურორტ ბეშუმთან აღმოჩენილი ქვის იარაღები, რომელთა თარიღი 300-400 ათასი წლით განისაზღვრება. მრავალფეროვანი მასალითაა წარმოდგენილი ენეოლით-ადრებრინჯაოს (ძვ. წ. V-III ათასწლეული), განსაკუთრებით კი, გვიანბრინჯაოსა და რკინის ადრეული ხანა (ძვ. წ. XV-VII სს.). მუზეუმის კოლექციებში დაცულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. ასევე მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 3 ლ. ექსკურსია გიდის მომსახურებით ქართულ ენაზე – 10 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: ახალი აღმოჩენების დროებითი გამოფენები, არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა, ეთნოგრაფიული და მატერიალური კულტურის ნიმუშების პერიოდული გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: “მუზეუმის მეგობარი”, აგრეთვე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს ფოტო-ვიდეო სტუდია და ეწყობა მათ მიერ გადაღებული ვიდეოფილმების (“ხიხანის ციხე”, “სხალთა”, “მერისი”) ჩვენება
გამოცემები: “ფიჭვნარი I – კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში”, “ფიჭვნარი II – ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, “ ფიჭვნარი IV –გონიო-აფსაროსი“.

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 2279,20 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 340 კვ/მ
პერიოდული გამოფენა: 150 კვ/მ
საცავი: 320,4 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 76,40 კვ/მ
მუზეუმის მაღაზია: 12,5 კვ/მ.

მუზეუმის შენობის სტატუსი: 2004 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდროების უძრავი ძეგლის სტატუსი.