წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი წინანდალი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1946
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: კერძო (”სილკ როუდ ჯგუფი”, 49-წლიანი იჯარა)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 19 628

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (დღეს არსებული შენობა აგებულია 1886 წელს არქიტექტორ ა. ოზეროვის მიერ ), სადაც თავმოყრილია როგორც მისი ცხოვრება-შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები – ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი, XIX ს-ის სხვადასხვა სახის გამოცემები (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, პოლონური, სომხური), XVIII ს-ის ხელნაწერები, დ. ერმაკოვის ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული, რუსული), მუსიკალური ინსტრუმენტები; 1830 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემ წამოიწყო დეკორატიული პარკის განაშენიანება, რომელსაც ამჟამად უჭირავს 18 ჰა. პარკში უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც (ჩინეთი, ამერიკა, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სხვა); 1835 წელს, აქვე აშენდა ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16 500-მდე ბოთლი ღვინო).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე,  10.00 სთ-დან – 18.00-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: ქართველი ავტორების პერსონალური გამოფენები: ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი, სერგო ქობულაძე, დავით კაკაბაძე, კარლო კაჭარავა, ლევან მეხუზლა, ალექსანდრე ბანძელაძე, მამუკა ცეცხლაძე, დიმიტრი და სანდრო ერისთავები, ასევე უცხოელი ავტორების პერსონალური და ჯგუფური გამოფენები: სალვადორ დალი, პიტ მონდრიანი, პაბლო პიკასო, ჯონ ვიესენბრუკი.
საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა: 2013 წელი, დიალოგი იმპერატორ ცინთან: ევროპის ყველა ქვეყნის წამყვანი მოქანდაკის მიერ შესრულებული კომპოზიცია ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია საქართველოს, წინანდალს, სადაც ორი თვე დაჰყო. შემდეგ გამოსაფენად იტალიაში გაემგზავრა.
საგანმანათლებლო პროგრამები: ვსწავლობთ მუზეუმში, საგანმანათლებლო სალონი, სკოლა და მუზეუმი (მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი)
გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტი, გოეთე (ლექსების თარგმანი), ალექსანდრე ჭავჭავაძე (ლექსების თარგმანები ფრანგულიდან)

მუზეუმის ფართობი: 700 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 513 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 70 კვ/მ
საცავი: 33 კვ/მ
მუზეუმის მაღაზია: 34 კვ/მ
მუზეუმის კაფე: 50კვ/მ

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 126 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2006 წლის # 3/63 ბრძანება).