ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ქ. ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქ. 37
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1957 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 4095

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები (XIX-XX სს-ის დასაწყისი), აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში
შესასვლელი ბილეთის ფასი: 1 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები,  ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: “ჯავახეთის ისტორიული წარსული”, “ჯავახეთის არქეოლოგიური გათხრები”
საგანმანათლებლო პროგრამები: “სასკოლო პროგრამები და მუზეუმი”, “ტრადიციები სამცხე –ჯავახეთში”
გამოცემები:

მუზეუმის ფართობი: 321 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 245 კვ/მ
პერიოდული გამოფენები:
საცავი: 32 კვ/მ