აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ხელოვნების მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: ბათუმის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. 8
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ “აჭარის მუზეუმი”
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 415

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები (ნ. ფიროსმანი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, სტ. ბაკალოვიჩი, ზომერი, რ. ფეტვიაშვილი, ა. ზანკოვსკი და სხვ.), გრაფიკული (ნ. ჭურღულია, ლ. ზამბახიძე და სხვ.) ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები, სკულპტურა (ე. ფანტარელი ”ნიმფა და პატარა ფავნი”, გ. ოჩიაური ”პორტრეტი” და სხვ.).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები – 0.50 ლ., სტუდენტები – 1 ლ., უფროსები – 3 ლ.
უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა, “ქანდაკება ღია სივრცეში” – თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა მუზეუმის სკვერში, “მშვიდობის გზა” – ქართული თექა, არტ-ბიენალეს პრეზენტაცია – მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა, მხატვრის რინკე ენჰარდტის (ჰოლანდიa) გამოფენა–აქცია, თანამედროვე ფრანგული გრავიურის გამოფენა, კნუტ ჰამსუნისადმი მიძღვნილი გამოფენა, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა”,” ავტოპორტრეტები” (მხატვრის კვირეული) და სხვ.
საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმთან ფუნქციონირებს ბავშვთა საკვირაო არტ-სტუდია და ბიბლიოთეკა. პროგრამები: ”ფიროსმანი და ბავშვები, “ლუვრის კალკოგრაფია”, “ფრანგული ესტამპი”, “პარიზის სპლინი” “გაცოცხლებული გალერეა” (ცნობილ მხატვართა ნაწარმოებთა მიხედვით გაცოცხლებული კოსტიუმის ისტორია), “პოლ სეზანის საიუბილეო საღამო”, “კავკასია ჩვენი სახლი” – საერთაშორისო არტ ფესტივალი და სხვ.
გამოცემები: ხასან ჰელიმშის ბუკლეტი, ვალერიან ილიუშინის ბუკლეტი, რუსუდან ფეტვიაშვილის კატალოგი, გურამ გაგოშიძის კატალოგი

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 1716კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 423 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 383 კვ/მ
საცავი: 65 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 26 კვ/მ

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 6 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.