ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
ICOM-ის  საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ეროვნული კომიტეტები, წარმოადგენენ ძირითად ინსტრუმენტს ICOM-ის გენერალურ სამდივნოსა და წევრებს შორის. 119 სახელმწიფოს ეროვნული კომიტეტები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის ინტერესების გავრცელებას საკუთარ ქვეყნებში, წარმოადგენენ თავიანთ წევრებს ICOM-ში და საკუთარი წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის პროგრამების განხორციელებაში (იხ. http://icom.museum/the-committees/national-committees/).

დაფუძნების თარიღი: 2007 წელი
პრეზიდენტი: ინგა (კლარა) ქარაია, მდივანი: მარიამ ბურჭულაძე

საქმიანობა:
ხელშეწყობა საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სრულყოფისათვის;
ხელშეწყობა საქართველოში ICOM-ის პროგრამების გავრცელებისა და რეალიზაციისათვის;
თანამშრომლობა UNESCO-სთან, ICOM-სა და ICOM-ის ეროვნულ, საერთაშორისო კომიტეტებსა და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან;
ხელშეწყობა საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარების, მუზეუმების პროფესიონალთა ინტერესების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
საერთაშორისო და ადგილობრივი თრეინინგების პროგრამების, სემინარების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გამოცემა;
თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;
ადგილობრივი და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ინფორმირება სამუზეუმო საქმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი: +995 77 725 450, +995 93 165 256
ელ-ფოსტა: ingakaraia@gmail.com  mburchuladze@yahoo.com

www.facebook.com/ICOMGeorgia
 

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია