ICOM-ის შესახებ

ICOM (International Council of Museums) წარმოადგენს მუზეუმებისა და მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის კონსერვაციას, განვითარებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

ICOM-ი დაარსდა 1946 წელს. იგი წარმოადგენს UNESCO-სთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში. ამჟამად ICOM-ის ეროვნული კომიტეტები ფუნქციონირებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში.

ICOM-ის სტრატეგიული გეგმა მტკიცდება მისი გენერალური ასამბლეის მიერ და ხორციელდება ICOM-ის სამდივნოს, ასევე ICOM-ის ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ICOM-ის პროგრამების რეალიზებაში.

ICOM-ის საქმიანობა და აქტივობები პასუხობს სამუზეუმო პროფესიის საჭიროებებს და ფოკუსირებულია შემდეგ თემებზე:

•  პროფესიულითანამშრომლობადაგაცვლები;
•  ცოდნის გავრცელება და მუზეუმების გაცნობა საზოგადოებისათვის;
•  მუზეუმების მუშაკთა თრეინინგი;
•  პროფესიული სტანდარტების ამაღლება;
•  პროფესიული ეთიკის დეტალური დამუშავება და პოპულარიზაცია;
•  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობით უკანონო ვაჭრობასთან.

პრეზიდენტი : კლაუს-მარტინ ჰინცი
http://icom.museum

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია