პროექტი Be Museumer

ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის კონკურსში გამარჯვებული პროექტი Be Museumer წარმოადგენს საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომელთათვის. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარების განვითარებას 21-ე საუკუნის სამუზეუმო გამოწვევების საპასუხოდ.
 
პროექტის ვადები: 22.10.2018 – 14.06.2021
პროექტის კოდი: 597530-CREA-1-2018-1-GE-CULT-COOP1 

პროექტის ლიდერი: საქართველოს მუზეუმების ასოციაცია
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: 
NEMO - ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი (გერმანია)
კულტურის მენეჯმენტის აკადემია (ნიდერლანდები) 


პროექტის - Be Museumer კონცეფცია მოიცავს:
  • კომპლექსური ცოდნის/განათლების მიღებას სამუზეუმო სფეროში;
  • სამუზეუმო სფეროს თანამედროვე გამოწვევების გააზრებას; 
  • საზოგადოებაში  მუზეუმის როლის გაცნობიერებას და  ამაღლებას;
  • მუზეუმისა და მუზეუმის პროფესიონალთა ადვოკატირებას.
პროექტის კომპონენტები:
  • ტრენინგები 
  • ლექციები/სემინარები
  • ვებინარები (ონლაინ-სწავლება)
  • ექსპერტებთან პირისპირ დიალოგები/one-to-one mentorship
  • პრაქტიკული სასწავლო ვიზიტები სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა მუზეუმში
  • პრაქტიკული სასწავლო ვიზიტები ამსტერდამისა და ბერლინის მუზეუმებში
  • საერთაშორისო ფორუმი “Museum Talks”
  • ექსპერტთა მიერ სასწავლო სახელმძღვანელოების შემუშავება და გამოცემა 
  • მცირე საპროექტო წინადადებების შემუშავება მონაწილეთა მიერ
  • მცირეგრანტიანი პროექტების კონკურსი 
  • საერთაშორისო სიმპოზიუმი. 
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 14 ტრენინგისა და 7 ვებინარის ორგანიზება სამუზეუმო სფეროს საკვანძო საკითხებზე (მუზეუმის მისია, ფასეულობების განსაზღვრა,  ლიდერობა, სამუზეუმო განათლება, მუზეუმის სოციალური და ეკონომიკური როლი, ციფრული ტექნოლოგიები, სამუზეუმო მარკეტინგი, ფანდრეიზინგი, ბიზნეს-კულტურა, სამუზეუმო სერვისები და მასპინძლობა, აუდიტორიის განვითარება და სხვ.). პროგრამის მონაწილეებისათვის სასწავლო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფენ ევროპელი ექსპერტები.  
 
ტრენინგ-პროგრამის თითოეულ კომპონენტზე სააპლიკაციო განაცხადები მიიღება ცალ-ცალკე. 

პროგრამის პირველ ტრეინინგში მონაწილეობის მიღების განაცხადები დაწყებულია. იხ. დეტალები 
 
პროგრამის სამიზნე ჯგუფი:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების იმ თანამშრომლებს, რომელთა მუზეუმში მუშაობის გამოცდილება  მინიმუმ 2-დან 3 წლამდე პერიოდს მოიცავს. 
 
პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება 2019 წლის 26 თებერვალს (პრეზენტაციის დეტალები ხელმისაწვდომი გახდება 15 თებერვალს). 

პროექტის ვებ-გვერდი www.museumers.ge ჩაირთვება თებერვლის დასაწყისში!  

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლანა ქარაია, პროექტის მენეჯერი
+995 593 478 164 
lana.karaia@gmail.com 








 
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია