კონკურსები

  • კონკურსი საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისათვის

  • გაცნობებთ, რომ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ჩართულია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის პროექტში „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ (The New Dictionary of Old Ideas)
     
    პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისათვის.
     
    „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას, კერძოდ, გაცვლითი სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამას და მოძრავი გამოფენების გამართვას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პროექტის მთავარი თემაა ცენტრალური ევროპა - ფორმირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც საუკუნეთა მანძილზე გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტით ბევრჯერ შეიცვალა. ის შეეხება რეგიონული იდენტობის საკითხებს, რომლებიც დამუშავებული და განვითარებული იქნება უფრო უნივერსალურ/ზოგად დონეზეც.
     
    სამუშაო ენა - ინგლისური. 
     
    დეტალური ინფორმაცია პროექტისა და კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
     
    განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2019 / 18:00 საქართველოს დროით
     
    შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე silkmuseum.tbilisi@gmail.com

    პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით.
     
    აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 
     
    გ. ცაბაძის #6, 0112 თბილისი
    +995 32 2 34 09 67 
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია