კონკურსები

  • ფოტო-კონკურსი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე ერთი წელია ინსტაგრამზეა! ამ ფაქტის აღსანიშნავად, მუზეუმმა ფოტოკონკურსი გამოაცხადა.
    11 ოქტომბრიდან - 22 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიღეთ ეროვნული მუზეუმის სივრცეში ნებისმიერი, თქვენთვის საინტერესო დეტალი და ატვირთეთ ფოტო თქვენს ინსტაგრამზე ჰეშთეგით #MUSEUMINFOCUS2016
    ამავდროულად, გააგზავნეთ ფოტო მისამართზე gnmuseum@gmail.com
    შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმების გაერთიანება საქართველოს ტერიტორიაზე 15 სხვადასხვა მუზეუმს მოიცავს https://goo.gl/sDSfKF
     
    ყველაზე საინტერესო ნამუშევრები გამოიფინება ეროვნულ მუზეუმში!
    • გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს მუზეუმის დირექტორი ეროვნული მუზეუმის ექსკლუზიურ ტურს ჩაუტარებს;
    • გამარჯვებული კონკურსანტებისთვის გაიხსნება მუზეუმის დახურული საცავები;
    • ასევე, გამარჯვებულებს გადაეცემათ მუზეუმის მეგობრის ბარათი და სასაჩუქრე ნაკრები!
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია