კონკურსები

  • ევროპის წლის მუზეუმი 2017 - კონკურსი

  • ევროპის მუზეუმების ფორუმი/ European Museum Forum აცხადებს 2017 წლის კონკურსს - ევროპის წლის მუზეუმი /EMYA 2017 და ევროპის საბჭოს პრიზი 2017.
     
    გთხოვთ, იხილოთ განაცხადის სააპლიკაციო ფორმა, დეტალური ინფორმაცია ევროპის წლის მუზეუმის  კონკურსისა და ევროსაბჭოს მუზუმის პრიზის შესახებ

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 2016 წლის 24 ივნისი.

    განაცხადის სააპლიკაციო ფორმა
    კონკურსში მონაწილეობის ინსტრუქცია
    ხშირად დასმული კითხვები

    მონაწილეობის მიღების უფლება აქვს
    • ნებისმიერი ახალი მუზეუმი ან მუზეუმი, რომელიც არსებითად იქნა აღდგენილი და გარდაქმნილი
    • დროებითი ან „ნახევრად მუდმივი“ ექსპოზიციები. უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმები/გამოფენები გახსნილი/დამთავრებული უნდა იყოს კონკურსის კომისიის ვიზიტისთვის (ზაფხული - ადრეული შემოდგომა 2016) და ხელმისაწვდომი - 2017 წლის ივნისის ბოლომდე
    • მუზეუმები/გამოფენები, რომელიც გახსნილია 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის, არ შეესამება კონკურსის პირობებს
     
    სააპლიკაციო ფორმა
    სააპლიკაციო ფორმა უნდა შეივსოს ელექტრონულად. 
    ასევე ცალკე უნდა წარმოადგინოთ პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1500 სიტყვა) და გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად.
     
    აპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. 
    დამხმარე მასალები უნდა გამოიგზავნოს ფოსტით ცალკე DVD დისკის ან მეხსიერების ბარათის ფორმატით ევროპის მუზეუმების ფორუმის ოფისში ან დოკუმენტის-გაზიარების ვებ-გვერდის (file-sharing) მეშვეობით ელ-ფოსტაზე: emf@europeanforum.museum
     
    მონაწილეობის მიღების გადასახადი - 500 ევრო

    გადახდა უნდა მოხდეს საბანკო გადარიცხვის საშუალებით. 
    Bank: HSBC Bank plc
    Branch: 99-101 Lord Street, Liverpool, United Kingdom, L2 6PG
    Location: GB
     
    EURO account
    Account name: European Museum Forum
    Account number: 71141039
    IBAN: GB11MIDL40051571141039
    BIC: MIDLGB22
     
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ:
    Lana Karaia, NC to Georgia 
    2017 წლის 21-24 ივნისს პარიზში გაიმართება ევროპის მუზეუმების ფორუმის 40 წლის იუბილე და წლის მუზეუმის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი. 
    ლუვრის მუზეუმი, პომპიდუს ცენტრი, ორსეს მუზეუმი უმასპინძლებენ ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად ფოკუსირებულია ევროპის მუზეუმების ახალ გამოწვევებსა და საზოგადოებრივი ხარისხის წარმოჩენაზე. 


      



     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია