კონკურსები

  • ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe” თანამშრომლობის პროექტების მიღება დაიწყო

  • ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe” თანამშრომლობის პროექტების მიღება დაიწყო
     
    2015 წლის 6 აგვისტოს, კულტურის ქვე-პროგრამის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობის პროექტების (Cooperation Projects) მიმართულებით პროექტების მიღება. დაინტერესებულ პირებს ონლაინ ფორმის შევსება და გაგზავნა კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 7 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
     
    კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/tm
     
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მუშაობის შედეგად
    საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველიარომელიც 
    ევროკავშირის პროგრამის - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“წევრი გახდა.
    24 თებერვალსბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგადკულტურის სფეროში მოღვაწე ქართულ 
    ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათმონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით 
    გამოცხადებულ კუნკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება
    ევროპელ პარტნიორებთან ერთადერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
    დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოში Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“ ) კულტურის ქვეპროგრამის ოფისის წარმომადგენელს: ქეთევან შენგელია -ტელ: 599 56 22 32; ელ-ფოსტა: ketevan@creativeeurope.ge
     
    „შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დაფინანსების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შეეძლებათ, იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და განავითარონ ციფრულ ერაში საჭირო უნარები. ევროპული კულტურის ნიმუშებისათვის სხვა ქვეყნების მაყურებლის/მსმენელის წინაშე წარდგენის მხარდაჭერით პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

    ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე: http://culture.gov.ge
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია