კონკურსები

  • ლუიჯი მიქელეტის პრემია

  • ლუიჯი მიქელეტის პრემია ფოკუსირებულია თანამედროვე ევროპის ისტორიასა და მის სამეცნიერო, ინდუსტრიულ და სოციალურ მემკვიდრეობაზე. მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგ მუზეუმებს - მე-20 საუკუნის ისტორიის მუზეუმი (სოციალური, პოლიტიკური, სამხედრო პროფილის), მეცნიერების, ტექნოლოგიის ან ინდუსტრიის მუზეუმი, სამეცნიერო ცენტრი, ეკომუზეუმი ან აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული ცენტრები

     
    მიქელეტის პრემია 
    ევროპის 21 საუკუნის მუზეუმის გამოცდილება!
     
    არ გაუშვათ შანსი ხელიდან მოახდინოთ თქვენი მუზეუმის პრეზენტირება და პარტნიორობის განვითარება მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო ოცი წლის მანძილზე ასეულობით მუზეუმი წარსდგა მსოფლიო არენაზე მიქელეტის კონკურსის ფარგლებში.
    კანდიდატებს ასევე აქვთ DASA-ს პრემიის მიღების შესაძლებლობა, რომელიც ფოკუსირებულია წარსულის, აწმყოსა და მომავლის აქტივობებზე, სპეციალური ყურადღება ეთმობა ადამიანს თავისი პრობლემებით, მოთხოვნებითა და შესაძლებლობებით

     

    კონკურსში მონაწილეობის გადასახადი
    კონკურსში მონაწილეობის გადასახადია 200 € (ორასი ევრო), რომლის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო გადარიცხვის მეთოდით. გადარიცხვის საკომისიო თანხა აპლიკანტის გადასახდელია. გთხოვთ, გადაამოწმეთ, რათა მოხდეს თქვენს მიერ გადახდილი თანხის იდენტიფიცირება და აპლიკაციას თან დაურთეთ გადახდის დოკუმენტი
     
    ბანკი: ING Bank
    ანგარიშის მფლობელი: European Museum Academy
    IBAN: NL36INGB0004682823
    BIC: INGBNL2A


    აპლიკაციის ფორმა

    დამხმარე მასალა
     
    შევსებულ აპლიკაციას უნდა დაერთოს CD-დისკის ორი ასლი, შემდეგი ინფორმაციით:
    • მუზეუმის, ორგანიზაციული სტრუქტურის, დაფინანსების რესურსის და ევროპასთან შესაბამისობის ან ინოვაციური ასპექტების და/ან მუზეუმის ინდუსტრიული, ტექნიკური ან სამეცნიერო მემკვიდრეობის ან მე-20 საუკუნის სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური ისტორიის შესახებ ინფორმაცია ორ გვერდზე (ვორდის დოკუმენტი).  
    • 20 ციფრული ფოტო, 300 dpi  JPEG ფორმატით - ექსტერიერი, გამოფენის მთლიანი ხედი და ისეთი ფოტოები, რომელიც განამტკიცებს თქვენს კანდიდატურას კონკურსისთვის, ფოტოები არ უნდა ექვემდებარებოდეს საავტორო უფლებებს და ევროპის სამუზეუმო აკადემიას უნდა შეეძლოს მათი გამოყენება  არაკომერციული მიზნით  დაბეჭდილ მასალებში, ინტერნეტსა და ასევე ტრეინინგ-პროგრამებში
    • ბროშურის, ლიფლეტის ან სხვა მასალის დასკანერებული ასლები შეიძლება დაერთოს აპლიკაციას (გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ ბეჭდური ასლები!)
    • საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი
     
    გაითვალისწინეთ: კომისიის განხილვის შემდეგ დისკების დაბრუნება არ მოხდება.

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 15 სექტემბერი, 2015. 


    სრული აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

    ევროპის სამუზეუმო აკადემიაევროპული სამუზეუმო ექსპერტიზის ფონდი
    Kanaalweg 46, 2584 CL, The Hague – The Netherlands
    Chairman’s office: Tel.0031 703515160; Director’s office: Tel. 0039 0289775567 
    Registration number: 27359130 Chamber of Commerce, The Hague

    საკონტაქტო ინფორმაცია: lanakaraia@yahoo.com
     
    ევროპის სამუზეუმო აკადემია - EMA
    არაკომერციული ფონდი - ევროპის სამუზეუმო აკადემია მუშაობს მუზეუმებისთვის საერთაშორისო დონეზე, პოპულარიზაციას უწევს მუზეოგრაფიის და მუზეოლოგიის კვლევას როგორც უმაღლეს კულტურულ აქტივობას, წარმოადგენს კონსტრუქციულ კრიტიკასა და დისკუსიას ახალი გამოფენებისა და მუზეუმების შესახებ, ავრცელებს მუზეოლოგიურ ცნობიერებას და იდეებს სფეროს სპეციალისტებს შორის. ფონდი მიზნად ისახავს როგორც ახალი, ასევე ტრადიციული მუზეუმების კონცეფციისა და განვითარების როგორც სოციალური ცვლილების ინსტრუმენტის პოპულარიზაციას. მიქელეტის კონკურსი მიქელეტის ფონდთან თანამშრომლობით მიზნად ისახავს წარმოაჩინოს საუკეთესო მუზეუმის პრაქტიკა. დღესდღეობით EMA-ს ორგანიზაციაში წარმოდგენილია ოცდათერთმეტი ქვეყანა www.europeanmuseumacademy.eu.
     
    ლუიჯი მიქელეტის ფონდი 
    (დაფუძნდა 1981 წელს, ბრეშია, იტალია) წარმოადგენს მე-20 საუკუნის ისტორიის სამეცნიერო კვლევით ცენტრს. მეცნიერული კვლევა მოიცავს მე-20 საუკუნის იდეოლოგიას, ომებს, ტექნიკური პროგრესის ორმაგ თვალსაჩინოებას, ინდუსტრიალიზაციასა და გარემოს წარმოშობის ისტორიას. საერთაშორისო კვლევებისა და კონფერენციების იდეოლოგიური, სოციალურ-მატერიალური თანამედროვე ისტორიის კვლევა დაკავშირებულია მდიდარ კოლექციასთან: წერილები, ბარათები, ფოტოები, აფიშები, აუდიო-ვიდეო მასალები, აგრეთვე ობიექტები, ავეჯი და მანქანები. სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა ინდუსტრიისა და შრომის მუზეუმი - musil, რათა ფოკუსირება მომხდარიყო სამრეწველო ქარხნებისა და ურბანული ტერიტორიების აღდგენაზე.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია